კანადაში ბიტკოინით თაღლითობის ფაქტები გახშირდა

0
1239

ვაინაიპეგში მდებარე ადგილობრივი მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ მისი რამდენიმე მომხმარებელი ბიტკოინის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

სავარაუდოდ, ბიტკოინის თაღლითური გზით გამოყენება მიზნად ისახავდა კანადაში, ვაინპეგის მაცხოვრებლებისთვის გარკვეული ზიანის მიყენებას.

Global News–ის ცნობით, ჰასნი ზეიდმა თავის მაღაზიაში განთავსებულ ბიტკოინის აპარატს ნიშანი დადო, რომლის მიხედვით, ხალხს სთხოვს სიფრთხილით მოეკიდოს სატელეფონო თაღლითობის ფაქტებს. სატელეფონო ოპერატორები მომხმარებლებს ბიტკოინით ინვესტიციებს სთხოვენ.

”უამრავი ადამიანი იღებს სატელეფონო ზარს, რომელიც ბიტკოინის გადარიცხვასთან არის კავშირში”,-განუცხადა ჰასნი ზეიდმა ადგილობრივ მედიას.

შარშან კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ფულის გათეთრების პრობლემების გამო ბიტკოინის გადახდის ავტომატები აიკრძალა. ვანკუვერის მერმა, კენედი სტიუარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გადახდის აპარატების აკრძალვა რთული პროცესი იყო და ის ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდებოდა.

ვანკუვერის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, დამნაშავეებმა ბიტკოინის გადახდის აპარატები არაკანონიერი საქმისთვის გამოიყენეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს რისკების მონიტორინგი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი