კანადის მარეგულირებელს ბირჟებთან ახალი მოთხოვნა აქვს

0
1788

კანადაში კრიპტოვალუტის ყველა ბირჟა ვალდებული იქნება ქვეყნის ფინანსური ტრანზაქციებისა და ანგარიშების ანალიზის ცენტრში დარეგისტრირდეს.

ეს რეგულაცია უკვე ამოქმედდა და მთლიანი რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის პირველ ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ახალი მოთხოვნ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული.

კრიპტოვალუტის ბირჟებზე სამომხმარებლო პოლიტიკას და ანგარიშებს მკაცრად დაიცავენ. ნებისმიერ საეჭვო ოპერაციებს კანადის მარეგულირებელი გადაამოწმებს. უსაფრთოხების სისტემაში კი ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტების ჩანაწერების კონფიდენციალურობა.

2018 წლის ნოემბერში კანაადა ახალი მარეგულირებელი წესების მისაღებად ემზადებოდა. კანადის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო კომიტეტმა რეკომენდაციის სახით განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებას დაიწყებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

კომიტეტის განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის წევრებთან გამართული არაერთი შეხვედრა. საერთო განხილვის შედეგად, კომიტეტმა სამი გზა გამოავლინა კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით.

პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ უნდა გაკონტროლდეს ბირჟები, რომლებიც ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვას ახორციელებენ.

კომიტეტის მეორე რეკომენდაცია BitLicense-ის მსგავსი ლიცენზიის გაცემას ეხება. BitLicense-ის წესების თანახმად, ინდივიდუალურ ინვესტორს ლიცენზიის გარეშე შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება. მესამე რეკომენდაცია კი ბირჟების გამჭვირვალედ მუშაობას ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი