ინდოეთის პოლიცია Blockchain-ის გამოყენებას იწყებს

0
880

ინდოეთის ფიროზაბადის ოლქის 2,8 მილიონ მოქალაქეს ახლა უკვე შეუძლია Blockchain მომსახურება მიიღოს.

ადგილობრივი საპოლიციო მომსახურების საშუალებად Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია დაემატა, რომელიც, ერთი მხრივ, გამორიცხავს მანიპულირებას და, მეორე მხრივ, მოსახლეობაში ქმნის ნდობას ახალი ტექნოლოგიისადმი.

Polygon-ის თანადამფუძნებელმა სანდეპ ნეილვალმა თავისი “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ Polygon blockchain პროტოკოლს ახლა იყენებს ფიროზაბადის პოლიცია ადგილობრივი პოლიციის კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პორტალი, სახელწოდებით „პირველი საინფორმაციო ანგარიში“ (FIR), საშუალებას აძლევს დანაშაულის მსხვერპლებს დაარეგისტრირონ საჩივრები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივრების უარყოფის ან პოტენციურად კორუმპირებული ოფიცრების მიერ მანიპულირების გარეშე.

ნაილვალმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ აღნიშნული პროექტი მისთვის საკმაოდ სასიამოვნო სიახლე იყო, რადგან მას ბავშვობიდან მოყოლებული არაერთხელ სმენია ისტორიები ადგიობრივი პოლიციალების კორუმპირებულობის შესახებ, რომლებიც გულცივად ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობასა და დანაშაულებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი