იაპონიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის ტერმინოლოგიის დაზუსტებას მოითხოვს.
იაპონიის ფინანსთა მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიაზე კომენტარი გააკეთა.
იაპონელი პოლიტიკოსი კრიპტო ტერმინოლოგიის გაუგებრობას უსვამს ხაზს.
უფრო კონკრეტულად კი იაპონიის ფინანსთა მინისტრი გამოჰყოფს ტერმინს “კრიპტოგრაფიული აქტივი”. როგორც სოციალური მედიის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების უმრავლესობას ურჩევნია ტერმინი “ციფრული მონეტის” გამოყენება.
ტერმინების ასეთი გაურკვევლობამ შესაძლოა, კრიპტოვალუტის განვითარება შეაფერხოს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომელ და როგორ აქტივთან აქვთ საქმე.
ცოტა ხნის წინ იაპონიის ტოკენების უსაფრთხოების ასოციაციამ თვითრეგულირების სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასოციაცია ქვეყნის ფინანსური ინსტრუმენტების და ვაჭრობის აქტის გადასინჯვას მოითხოვს. აქტი იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
ასოციაციამ გამოაქვეყნა წესები, ელექტრონული ჩანაწერის გადაცემის უფლებებისა და მომხმარებლის აქტივების მართვის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაცია ციფრული აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განმარტებას მოითხოვს.
განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი უსაფრთხოების საკითხსაც. მომხმარებელთა დაცვა და თაღლითური საქმიანობის რისკის შემცირება არის ასოციაციის ძირითადი მოთხოვნები.