იაპონიის ხელისუფლება Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის შესახებ კვლევას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ შეიმუშავა საექსპერტო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის Libra-ს მოსალოდნელი გავლენების შეფასება.
ამ საკითხთან დაკავშირებით დაიგეგმა კონფერენციაც. როგორც ცნობილია, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: იაპონიის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური მომსახურების სააგენტო.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის ამოცანაა გამოიკვლიოს გავლენა საგადასახადო პოლიტიკაზე.
იაპონიის საფინანსო ორგანოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში უნდა მოექცეს.
ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა გერმანიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის, ბურკარდ ბალცის განცხადება. როგორც ბალციმ განაცხადა, კრიპტოვალუტა ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მისი აზრით, ციფრული ვალუტა საფრთხეს არ უქმნის მონეტარულ ან ფინანსურ სტაბილურობას.