თურქეთის და ნიგერიის მოსახლეობა ინფლაციას ბიტკოინით (BTC) ებრძვის

0
830

მასიურმა ინფლაციამ და ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შემცირებამ, ბიტკოინზე (BTC) მოთხოვნა გაზარდა.

თურქეთსა და ნიგერიაში ეროვნული ვალუტის კლებამ და ზოგადად არასტაბილურმა ეკონომიკამ ბიტკოინზე (BTC) მოთხოვნის გაზრდას ხელი შეუწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქტივები 50%-ით დაბალია აშშ დოლარის მაჩვენებელზე. მაგალითად, პარასკევის მდგომარეობით, ბიტკოინის (BTC) ფასი 960 000 თურქული ლირა (TRY) იყო.

ნაირა ბოლო ექვს თვეში აშშ დოლართან მიმართებაში 45%-ით დაეცა, ხოლო ლირა 31%-ით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით თურქეთში 51%-ით გაიზარდა, ხოლო ნიგერიაში 25%-ით, რამაც ადგილობრივი ვალუტის მსყიდველუნარიანობის მასიური ვარდნა გამოიწვია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორმა გაზარდა ბიტკოინზე, როგორც ალტერნატივაზე, მოთხოვნა.

თურქეთი და ნიგერია საკმაოდ წინ არიან კრიპტოვალუტების ადაპტაციის კუთხით. Chainalysis-ის სექტემბრის მონაცემებმა ნიგერია 2 ადგილას დაასახელა, როგორც ყველაზე აქტიური ქვეყანა იმ მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც მონაწილეობენ დეცენტრალიზირებულ ფინანსებში და კრიპტო ვაჭრობაში (პირველ ადგილას ინდოეთია). იგივე რეიტინგში თურქეთი 12 ადგილასაა, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი