ესტონეთი კრიპტოვალუტის რეგულაციებს გაამკაცრებს

0
2197

ესტონეთის ფინანსთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ შემუშავებულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ცვილებებს შეიტანს. თავის მხრივ, კანონპროექტი ციფრული ვალუტების რეგულაციის გამკაცრებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ კვირაში ძალაში შევიდა ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების პრევენციის აქტის ახალი ვერსია, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის ე.წ. “მეოთხე ფულის გათეთრების პრევენციის დირექტივას”.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციის პირობებს ციფრული ვალუტის მომსახურების მიმწოდებლები და კრიპტოვალუტით გადამხდელი პროვაიდერები უკვე გაეცნენ.

მიუხედავად ამისა, ფინანსური ზედამხედველობის ორგანო ამ კომპანიებს მაინც სკეპტიკურად უყურებს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიები რისკის შემცველნი არიან. რისკი კი პირველ რიგში ფულის გათეთრებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესტონეთის მთავრობა ნაციონალური ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნული კრიპტოვალუტა სახელმწიფო ვალუტის ელექტრონული ვერსია უნდა იყოს.

ამასთანავე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Estcoin-ის გამოშვება უცხოელებისთვის სტიმული გახდება, რადგან ისინი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას ესტონეთის ელექტრონული ვალუტის გამოყენებით უფრო სწრაფად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე შეძლებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი