ამჟამად, ბიტკოინის გადახდის აპარატზე ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული წესები არ ვრცელდება.
ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ესპანეთის პოლიციისა და ევროპოლის მიერ დაპატიმპრებული ესპანელებისა და ლათინო ამერიკელების ჯგუფი ყურადღების ცენტრშია.
როგორც ცნობილი გახდა, კრიპტო ბანკომატები ნარკოკარტელის დასაფინანსებლად გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტით ვაჭრობა ან გადახდის ფორმით გამოყენება ექვემდებარება გარკვეულ რეგულაციებს არანაირი წესი არ ვრცელდება ბანკომატებზე.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბანკომატის გამოყენებით ფულის გათეთრება არც ისე მარტივია.
კოლუმბიაში თაღლითებმა გამოიყენეს ყალბი პირადობის მოწმობები, რათა ნარკოტიკების გაყიდვისგან მიღებული ფული გადაეცვალათ კრიპტოვალუტაში. შემდეგ კი კრიპტოვალუტა კვლავ ნაღდი ფულში გადაცვალეს და ბანკომატიდან პესოების სახით გამოიტანეს.
ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში დაახლოებით 80 ბიტკოინის ბანკომატია განთავსებული ხელისუფლება მაინც შეშფოთებულია. მთავრობა ამ თაღლითური სქემის აღმოჩენის გამო სწრაფი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.