ეთერიუმის ფასი გაუმჯობესდა

0
1102

პარასკევს, პირველ აპრილს ბაზრის პოზიტიური იმპულსის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასები ზრდას განაგრძობდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ეთერიუმმა მეორედ აჩვენა ფასის მაღალი დონე.

პირველ აპრილს ეთერიუმზე ვაჭრობა 3,282 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 3,467 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 3,223 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 3,449 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 29 მარტს დაფიქსირდა, რა დროსაც ალტკოინის კურსმა 3,470 დოლარის დონე აჩვენა.

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ეთერიუმს დიდი შანსი აქვს, რომ 3,500 დოლარის დონეზე დაფიქსირდეს. იმ შემთხევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო ეთერიუმის სამიზნე ფასი თავდაპირველად სწორედ 3,500 დოლარი იქნება. ამ პოზიციის დაძლევის შემდეგ კი 4000 დოლარის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ აპრილს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 414 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი