მარკ კერნი: Libra-მ შესაძლოა, დოლარი ჩაანაცვლოს

0
1846

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ გლობალური ფინანსური სისტემა შესაძლოა ისე გარდაიქმნას, რომ Facebook-ის ციფრულმა ვალუტამ დოლარი ჩაანაცვლოს.

ყოველწლიურ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, მარკ კერნიმ აღნიშნა, რომ Libra-ს მსგავსმა ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა, აშშ დოლარი ჩაანაცვლოს.

ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.

კერნიმ განაცხადა, რომ დოლარის ციფრული ვალუტით შეცვლა უკეთესი ვარიანტი იქნება, ვიდრე მისი სარეზერვო სტატუსის შეცვლა სხვა ეროვნული ვალუტით.

მან იქვე დასძინა, რომ ახალი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ქსელის საშუალებით “სინთეზური ვალუტა” საუკეთესოდ შეიძლება უზრუნველყოს საჯარო სექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მარკ კერნი კრიპტოვალუტის მკაცრ რეგულაციებს ემხრობა. ედინბურგში, შოტლანდიის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ინგლისის ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრეა, რათა აღმოიფხვრას კრიპტოვალუტის გამოყენება ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი