გიბრალტარის მარეგულირებელი მოსახლეობას არალეგალური კრიპტოსაიტების შესახებ აფრთხილებს

0
1155

გიბრალტარის ფინანსური სერვისების კომისია საზოგადოებას ოთხი კრიპტო საიტის შესახებ აფრთხილებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ საიტებს მარეგულირებელი ზედამხედველობას არ უწევს.

მარეგულირებლის განცხადებით, ჩამოთვლილ საიტებს, www.askcurrency.org, www.findcurrency.org, www.arbitragecurrency.org და www.etrustcoin.com GFSC, არც ლიცენზია და არც განაცხადი არ აქვთ ავტორიზაციის შესახებ გაკეთებული.

კომპანიები, რომელთაც ქვეყანაში მუშაობის უფლების მოპოვება სურთ უნდა აჩვენონ, რომ ფლობენ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლის რესურსებს.

გარდა ფუნქციონირებისა, საიტებს GFSC-ს ლოგის საშუალებით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ ყალბი შთაბეჭდილების შექმნით, რომ ისინი გიბრალტარში ლიცენზირებულნი არიან.

აღსანიშნავია, რომ გიბრალტარის მარეგულირებელს საიტზე აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ საიტის მომხმარებელმა რომელიმე კომპანიის ლიცენზია გადაამოწმოს.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარი კრიპტოვალუტის მიმართ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად გაწყობილი ქვეყანაა. დაახლოებით ერთი თვის წინ ციფრული და ფინანსური მომსახურების მინისტრმა ალბერტ ისოლამ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ხელშეკრულების კანონებს, ცნობს ციფრული ვალუტით გადახდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი