გერმანიის პოლიციამ ვებ-საიტს 25 მილიონი ევროს კრიპტოვალუტა ჩამოართვა

0
1277

გერმანიისა და FBI-ს თანამშრომლობისა და ხანგრძლივი ერთობლივი გამოძიების შემდეგ, გერმანიის პოლიციამ 25 მილიონი ევროს ღირებულების არალეგალური კრიპტოვალუტა ვებ-საიტ movie2k.to-ს ჩამოართვა.

საიტის ოპერატორებს ბრალად ედებათ 880,000-ზე მეტი ფილმის უკანონოდ მითვისება, რა დროსაც ფინანსური გადარიცხვების კუთხით კრიპტოვალუტა აქტიურად იყო გამოყენებული.

დაახლოებით ერთი თვის წინ Blockchain ანალიტიკური პლატფორმა Whale Alert-ის კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, 2017-დან 2020-ის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით კრიპტოვალუტის გამოყენებით თაღლითობის შემთხვევები გაზრდილია.

კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თაღლითებმა 38 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს.

Whale Alert-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ დღითიდღე ათეულობით სხვადასხვა ტიპის თაღლითობის პოპულარობა მატულობს.

მაგალითისთვის, 2017 წელს ბიტკოინის გამოყენებით მოპარული თანხის ოდენობა 5 მილიონი დოლარს შეადგენდა. 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტორებისგან არაკანონიერი გზით მითვისებული დაახლოებით 5 მილიონი დოლარის შემთხვევას ადგილი უკვე ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი