გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი, Financial Conduct Authority (FCA), არარეგისტრირებული კრიპტოვალუტის ავტომატური გამყიდველის აპარატების (ATM) მონიტორინგს აგრძელებს.
FCA-მ და დასავლეთ იორკშირის პოლიციის კიბერ გუნდმა მიიღო ზომები რამდენიმე საიტის წინააღმდეგ ქალაქ ლიდსში და მის გარშემო, რომლებიც ეჭვმიტანილია არალეგალურად მოქმედი კრიპტო ბანკომატების განთავსებაში.
FCA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ვალუტაში არცერთ კრიპტო ბანკომატ ოპერატორს არ აქვს FCA რეგისტრაცია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა კრიპტო ვაჭრობის პროვაიდერი, მათ შორის კრიპტო ბანკომატების ოპერატორები, უნდა იყოს დარეგისტრირებული FCA-ში და შეესაბამებოდეს გაერთიანებული სამეფოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ რეგულაციას.
„არარეგისტრირებული კრიპტო ბანკომატები, რომლებიც მუშაობენ დიდ ბრიტანეთში, ამას არალეგალურად აკეთებენ“, – განაცხადა FCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სტიუარდმა და იქვე დასძინა, რომ მარეგულირებელი გააგრძელებს ქვეყანაში არარეგისტრირებული კრიპტო ბიზნესის შეფერხებას.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტო პროდუქტები ამჟამად დაურეგულირებელი და მაღალი რისკის შემცველია, რის გამოც ინვესტორებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა და მიანიშნა, რომ მათი კრიპტოინვესტიციის რისკები საკმაოდ მაღალია.
პოლიციის დეტექტივის სერჟანტის ლინდსი ბრანტსის თქმით, ადგილობრივმა აღმასრულებელმა ოფიცრებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს კრიპტო ბანკომატების ოპერატორებს, სადაც მოუწოდებდნენ მათ, რომ არალეგალური საქმიანობა შეეწყვიტათ.