გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ 41 კრიპტო განაცხადი დააკმაყოფილა

0
989

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს დიდი გეგმები აქვს ქვეყნის კრიპტო ცენტრად გადაქცევასთან დაკავშირებით, მიღებული 300 განცხადებიდან მხოლოდ 41 დააკმაყოფილა.

საუბარი მარეგულირებელ ნებართვებზე, რომელიც ბრიტანეთში თავიანთი ფინანასური სერვისების დაფუძნების მსურველებმა შეიტანეს კომისიაში.

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA) დანერგა კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ახალი რეგულაციები 2020 წლის 10 იანვარს, რათა ზედამხედველობა გაუწიოს ამ სექტორში მოქმედ ბიზნესებს და უზრუნველყოს, რომ ისინი ექვემდებარებიან იგივე ფულის გათეთრების (AML) და და ტერორიზმთან ბრძოლის (CTF) წესებს.

FCA-ს განცხადებამ აჩვენა, რომ 265 განაცხადიდან, რომლებიც განსაზღვრული იყო, ამ განაცხადების მხოლოდ 15% დაკმაყოფილდა და დარეგისტრირდა, ხოლო ფირმების 74%-ს უარი ეთქვა შესარჩევი ეტაპის გადალახვაზეც კი. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების 15%-დან მხოლოდ 11% დაკმაყოფილდა. FCA-ს დაწვრილებითი განმარტება არ გაუკეთებია განცხადებების უარყოფის თაობაზე.

თუმცა გამომჟღავნდა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესარჩევი ეტაპის გავლის მერე იხელმძღვანელა ორგანომ.

ესენი იყო კომპანიის ბიზნეს მოდელის დეტალური აღწერა, ბიზნეს პარტნიორებისა და სერვისების პროვაიდერების როლების და პასუხსიმგებლობების განაწილება, ლიკვიდურობის წყაროები, სახსრების ნაკადის სქემები და რისკების მართვის პოლიტიკისა და სისტემების მონახაზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი