ციფრული ვალუტის კომპანია, Canaan-ი აცხადებს, რომ 2020 წელს 33 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბიტკოინის ფასის მატების მიუხედავად, ზარალის ოდენობა მაინც საკმაოდ დიდი იყო.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გამოავლინა, რომ 2020 წლის შემოსავალმა შეადგინა 68.6 მილიონი აშშ დოლარი, რაც 66%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსური შემოსავლების მაჩვენებელთან შედარებით.
თუმცა, შემოსავლის შემცირების მიუხედავად, Canaan-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ტენდენცია შეიცვალა 2021 წელს. კომპანია 61 მილიონიან მოგებას 2021 წლის პირველ კვარტალში პროგნოზირებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში ბიტკოინის მაინინგიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Argo Blockchain–მა თავისი არსებობის განმავლობაში საუკეთესო შედეგი მიიღო.
”მოხარული ვარ, რომ Argo–მ რეკორდული მაინინგის შემოსავალი მიიღო. ეს არის მოგება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში. კომპანიის დაარსების დღიდან ეს Argo– ს საუკეთესო შედეგია”,-აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ უოლმა.
კომპანიამ 2021 წლის პირველ კვარტალში 387 ბიტკოინი მოიპოვა.