დენ მორჰედი: 2021 წელს ბიტკოინის კურსი 500.000 დოლარი იქნება

0
1900

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორდჰედიმ ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი 50/50-ზეა.

მან იგულისხმა, რომ არსებობს როგორც ფასის მკვეთრი მატების ისე, ვარდნის შესაძლებლობაც. დენ მორჰედიმ იქვე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ბიტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს. თუმცა ის იმედოვნებს, რომ ნელ-ნელა იწყება პერიოდი, როდესაც ფასი ზრდას დაიწყებს.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიმეორა თავისი ადრინდელი პროგნოზი და განაცხადა, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსის ნიშნული 500.000 დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს Pantera Capital-ის წარმომადგენელმა Bloomberg-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ციფრული ვალუტის ბაზარი 10-ჯერ გაიზრდებოდა.

ჯოი ქრაგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი აუცილებლად გაუმჯობესდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქრაგის ეს განცხადება მოჰყვა მოვლენებს, როდესაც ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებას განიცდიდა და ინსტიტუციონალური ინვესტორები ვაჭრობისგან თავს იკავებდნენ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 66.1%-ს შეადგენს. კრიპტოვალუტის საერთო კაპიტალიზაცია კი 163 მილიარდი დოლარია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 2%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე კი ციფრული ვალუტის ფასი 8.870 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი