აშშ-ს კონგრესმენი Blockchain-ის სამედიცინო ქსელის შექმნას ითხოვს

0
1078

მასაჩუსეტსის შტატის კონგრესმენმა, სტეფან ლინჩმა 23 აპრილს კანონპროექტი წარადგინა, რომელიც Blockchain ქსელის შექმნას გულისხმობს.

ქსელის შექმნა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საკითხთან არის დაკავშირებული.

23 აპრილის გამოქვეყნებულ კანონპროექტში, სახელწოდებით „სტრატეგიული ეროვნული მარაგის შედგენისა და გამჭვირვალობის შესახებ აქტი“ ნათქვამია, რომ საგანგებოდ შექმნილი ქსელი გამიზნულია წამლების, ვაქცინის, სამედიცინო აპარატების და სხვა მარაგების მიწოდების რეგულირებაზე.

კანონპროექტში მოცემული ზომების მისაღებად სტეფან ლინჩმა 25 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტში გათვალისწინება მოითხოვა.

29 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში, კონგრესმენმა განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ უნდა შეიქმნას Blockchain-ზე დაფუძნებული ქსელი.

”ბევრი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იძულებულია იმუშაოს საკმარისი აღჭურვილობისა და მარაგის გარეშე. ჩვენი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ შევძლებთ მზადყოფნას, რათა მომავალ კრიზისებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ.

Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ ჩვენი მარაგები რეალურ დროში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სამომავლოდ უკეთესად მომზადებული შევხვდეთ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას”,-აღნიშნა სტეფან ლინჩმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი