ციფრული ვალუტის საინვესტიციო ფონდის Ikigai-ს ანალიტიკოსმა, ჰანს ჰოუგენმა განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი შესაძლოა, 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს.
“ისევ არსებობს მოსაზრება, რომ ბიტკოინი არის ეკონომიკური ბუშტი. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებაც, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. თუკი საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურია არ არის გამორიცხული, რომ ბიტკოინის ფასი კვლავ 20.000 დოლარამდე გაიზარდოს”,- განაცხადა ჰანს ჰოუგენმა.
გარდა ჰანს ჰოუგენისა, კრიპტოვალუტის ფასის ზრდას Goldman Sachs-ისიც პროგნოზირების. ცოტა ხნის წინ გავრცელებული Twitter-ის პოსტის თანახმად, კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას 13.971 დოლარამდე ვარაუდობს.
კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინი 11.094 დოლარიდან 12.916 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ ფასის შემცირებასაც.
უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ფასმა კლების ტენდენცია არ აჩვენა სრულიად შესაძლებელია ჰანს ჰოუგენის პროგნოზი გამართლდეს და ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარამდე გაიზარდოს.