ბერმუდის კუნძულებმა ICO-სთვის ახალი მარეგულირებელი სისტემა შეიმუშავა

0
2319

ბერმუდის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა დევიდ ბარტმა ქვეყნის პარლამენტში ICO-ს შესახებ ახალი რეგულაციების სისტემა წარადგინა.

მარეგულირებელი სტრუქტურა აღწერს მინიმალურ მოთხოვნებს ICO-ს პროექტების დასაწყებად და კომპანიებისთვის, რომლებიც ICO-ს აწარმოებენ ადგენს შესაბამისობის ნორმებს.

ბერმუდის პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას დევიდ ბარტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ განხილვის საკითხი უნდა იყოს ICO-სთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის ისეთი ძირითადი ასპექტები, როგორიცაა პროდუქტი და მომსახურების ბაზარი, საბაზრო აუდიტორია, დაფინანსების სისტემა, ფულადი თანხის ოდენობა, პროგრამული უზრუნველყოფა და Blockchain ტექნოლოგიის ტექნიკური ასპექტები.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები ზაფხულის ბოლოს შევა ძალაში. ახალი რეგულაციის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებულ კანონებს გააფართოებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაზრის მოთხოვნის საპასუხოდ, ბერმუდის კუნძულების მთავრობამ შეიმუშავა ლეჯერი ტექნოლოგიების კომპანიებისთვის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ციფრული აქტივების ბიზნეს აქტით არის გაწერილი.

ბერმუდის კუნძულების მთავრობის მიერ შემოღებული ახალი მარეგულირებელი სისტემა ადგენს თვალსაჩინო საზღვრებს Blockchain-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის და იცავს მათი არსებული და პოტენციური კლიენტების უფლებებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი