ვაშინგტონის შტატი Blockchain-ის განვითარებას იწყებს

0
990

ვაშინგტონის შტატი კანონპროექტს იღებს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე Blockchain მიღების გაფართოებას.

პირველი გამოჩენიდან სამი წლისა და ერთი ვეტოს გადალახვის შემდეგ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატის მიერ Blockchain ტექნოლოგიის ფინანასურ და ინდუსტრიულ სექტორებში დანერგვას მიზნად ისახავს.

გუბერნატორის განკარგულებით უნდა შექიმნას Blockchain სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა პოტენციურ აპლიკაციას. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება შვიდი სამთავრობო ჩინოვნიკისა და სხვადასხვა სავაჭრო ასოციაციის რვა ლიდერისგან.

ჯგუფი Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა აპლიკაციას შეისწავლის და შედეგს 2023 წლის პირველი დეკემბრისთვის გუბერნატორს წარუდგენს.

კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი შერონ ბრაუნია, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი Blockchain ტექნოლოგიების გამოსაყენებლად მზადაა და, რომ ის ვაშინგტონის ყველა მაცხოვრებლის, დამსაქმებლისა და დასაქმებულების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.

„ეს ახალი კანონი სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი ნაბიჯია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც მიესალმება ახალ ბიზნეს პერსპექტივებს, სურს მოიძიოს ახალი აპლიკაციები და სურს გამოავლინოს პოტენციური მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი და STEM განათლების შესაძლებლობები.“ – განაცხადა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი