აშშ რუსეთის ტროლების ოპერატორებს კრიპტო ანგარიშების თაღლითობაში ადანაშაულებს.
სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ჰაკერებს ბრალი ედებათ თაღლითობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ აშშ-ს მოქალაქეების ვინაობა კრიპტო ანგარიშების გასახსნელად უკანონოდ მოიპოვეს.
შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა რუსეთის მოქალაქეს არტემ ლიფშიტს ინტერნეტ – კვლევითი სააგენტოს შვილობილი კომპანიის მართვისთვის, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
საჩივარში ნათქვამია, რომ ლიფშიტი ხელმძღვანელობს პროექტ Lakhta-ს, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ თანამდებობაზე მან უკანონოდ მოიპოვა აშშ-ს მოქალაქეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომელიც საბანკო ანგარიშების, PayPal ანგარიშებისა და კრიპტოვალუტის ანგარიშების გასახსნელად გამოიყენა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ანგარიშები იყო ლიფშიტისა და მისი კოლეგებისათვის როგორც გლობალური ბერკეტი, ისე პირადი სარგებლის მიღების საშუალება.
რაც შეეხება პროექტ „Lakhta“ ოპერაციებს, საიდუმლო სამსახურის გამომძიებლის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ეს იყო ამერიკელ ხალხსა და უსაფრთხოებაზე შეტევის ოპერაციის ნაწილი.