ერთ-ერთმა უდიდესმა მანინგის კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკაში, Blockcap-მა 12.000 მომხმარებელზე გათვლილი ინვენტარით დაიწყო საქმიანობა.
ცოტა ხნის წინ, კი კომპანიამ გაფართოების შესახებ განაცხადა.
კომპანია 2021 წლის მეოთხე კვარტალში 40.000–ზე მეტ Bitcoin miner–ის დამატებას აპირებს, რომელთა ოპერატიული სისტემა არსებულზე მეტად გაუმჯობესებული იქნება.
Blockcap-მა მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე ახალი თანამშრომლების ასაყვანად პოზიციები დაამატა. Blockcap–ის შეფასებით, კომპანიის მაინინგის ტექნიკა მეორად ბაზრებზე 270 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად არის კერძო მფლობელობაში და გააჩნია საკუთარი ელექტრო ენერგიის წარმოების და უზრუნველყოფის სისტემა.
Blockcap-ი 2020 წლის დეკემბერში დაარსდა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, Coinbase Ventures–მა, კრიპტო ბირჟის საინვესტიციო ჯგუფმა, მნიშვნელოვანი თანხა ჩადო Titan–ის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს ბიტკოინის მოპოვებას.
Titan–ის განცხადებით, ინვესტიცია ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქტების განვითარებას და გააუმჯობესებს ბიტკოინის მაინინგის კომპანიების ეფექტურობასა და მომგებიანობას.
Titan–ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რაიან კონდრონი ამბობს, რომ მაინინგი ჰობიდან ინდუსტრიად იქცა.