მაიამიში გამართულ ბიტკოინ 2021-ის კონფერენციაზე კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა და სენატორმა, სინტია ლუმისმა დასმულ კითხვებს უპასუხეს. მათ გულწრფელად დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები.
”2020 წლის ბოლოს მდივანი მნუჩინი საუბრობდა კერძო საფულეების აკრძალვაზე. ეს საშინელი მიდგომაა. თუ ჩვენ არ დავიცავთ კერძო საფულეებს, ვინმე აუცილებლად დააპირებს მათ აკრძალვას”,- განაცხადა კონგრესმენმა დევიდსონმა.
როგორც უორენ დევიდსონმა აღნიშნა, 2020 წლის დეკემბერში აშშ–ს ხაზინამ მკაცრი მიდგომა არჩია. მისი ვარაუდით, მარეგულირებლის ყურადღება ციფრული ვალუტის საფულეებისკენ იყო მიპყრობილი.
”ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ფინანსური ინოვაციების ფოკუსი, რათა გამოვიყენოთ ის, როგორც ერთგვარი სიახლის მიღების და სწავლების მეთოდი, რათა საზოგადოების თვითშეგნება ამაღლდეს. სავსებით შესაძლებელია ბიტკოინი იყოს ძირითადი ფინანსური ქსელი მომავალში, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვუზრუნველყოთ დოლარის ძირითად სარეზერვო ვალუტად შენარჩუნება”,- განაცხადა სინტია ლუმისმა.
შეგახსენებთ, რომ ვალუტის მაკონტროლებლის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკლ ჰსუმ, მაისში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მარეგულირებელმა სააგენტოებმა უნდა შექმნან ციფრული ვალუტების “მარეგულირებელი პერიმეტრი”.
მაიკლ ჰსუმ Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ს მარეგულირებლები შეეცდებიან უფრო აქტიური როლი ითამაშონ კრიპტოვალუტების კონტროლში, რაც ხაზს უსვამს რისკების შემცირების მნიშვნელობას.