ჯო ბაიდენმა ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელის მიერ შემოთავაზებული რეგულაციის განხილვა გადადო

0
1352

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტის რეგულაცია დროებით “გაყინა”.

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ფედერალური ფინანსური მარეგულირებლის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც შემოთავაზებული იყო ყოფილი სახაზინო მდივნის, სტივვენ მნუჩინის მიერ 60 დღის ვადით “გაიყინა”.

განცხადება გაკეთდა თეთრი სახლის მიერ სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელებისთვის, მათ შორის ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელისთვისაც. ბრძანებულებაში არ არის მითითებული სტივენ მუჩინის მიერ მხარდაჭერილი წინადადება, მაგრამ აღნიშნულია, რომ ყველა მიმდინარე საკითხის განხილვა 60 დღის განმავლობაში გადადებულია.

ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კრიპტო კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიშები, აწარმოონ ჩანაწერები და გადაამოწმონ მომხმარებლების ვინაობა, რომლებიც ოპერაციებს კრიპტოვალუტის საფულეებით ახორციელებენ.

შეგახსენებთ რომ, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი მისი წინამორბედისგან განსხვავებით ბიტკოინის მიმართ მეტ-ნაკლებად პოზიტიურად არის განწყობილი.

ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ხშირად არ საუბრობს, მაგრამ მედიასთან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის მომხრეა.

გარდა ამისა, პოლიტიკურ მოქმედებათა კომიტეტმა, რომელიც ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას ემსახურებოდა, ბიტკოინის შემოწირულების მიღება 2016 წელს დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი