აშშ-ს ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მორიგი წინადადება აქვს

0
1449

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელმა გამოაქვეყნა მოკლე შენიშვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანო აპირებს შესთავაზოს ცვლილება კონგრესს ბანკის საიდუმლოების შესახებ კანონში.

საქმე ეხება უცხოური ფინანსური ანგარიშების ციფრული ვალუტის ანგარიშგებას. ამჟამად, ციფრული აქტივები არ არის გათვალისწინებული უცხოური ბანკისა და ფინანსური ანგარიშების დებულებებით.

ამასთანავე, შეტყობინებაში მითითებულია, რომ აღსრულების ქსელს სურს შეცვალოს ეს რეგულაციები. რეგულაციის თანახმად, აშშ-ს მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ კრიპტოვალუტის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსურ ორგანოებს, თუ ანგარიშებზე განთავსებული თანხა 10,000 დოლარზე მეტი იქნება.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ როდისაა შესაძლებელი ამ წინადადებას რეგულაციის სახე მიეცეს.

აღნიშნული წინადადება მოჰყვა სახაზინო დეპარტამენტის დეკემბრის დასაწყისში შემოთავაზებულ ცვლილებას ე.წ. დაფარული საფულეების შესახებ.

არსებული პოლიტიკის მომხრეებმა მოუწოდეს საზოგადოებას, რომ წინადადების განხილვისას თავიანთი პოზიცია ნათლად დააფიქსირონ. ციფრული სექტორის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი კრიპტო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი