აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კრიპტო შემომწირველის ვინაობა ცნობილი გახდა

0
1039

როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ს ორეგონის შტატის დემოკრატიულ პარტიაში ანონიმური შემომწირველი, რომელმაც 500,000 ამერიკული დოლარის დონაცია განახორციელა FTX-ის კრიპტო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოფილა.

ადგილობრივი ცნობების თანახმად, ორეგონის დემოკრატებმა შტატის საარჩევნო ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ შემოწირულობა Prime Trust-ისგან განხორციელდა, რომელიც შტატში დაფუძნებული კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული კომპანიაა.

თუმცა, პარტიის დირექტორმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შემოწირულობის ნამდვილი წყარო FTX-ის ინჟინერიის დირექტორი ნიშად სინგჰი იყო, რომელიც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, შტატის დემოკრატიული პარტიის სიდიდით მეოთხე დონორია.

როგორც ჩანს, თავდაპირველი გაუგებრობა იყო იმის შესახებ, თუ ვინ იდგა ნახევარი მილიონი დოლარის შემოწირულობის უკან.

პარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ მარტინმა განუცხადა OregonLive-ს, რომ ბანკისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მათ ღრმად სწამდათ, რომ აღნიშნული შემოწირულობის ავტორი Prime Trust LLC-ი იყო.

წინა საარჩევნოდ ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე შემოწირულობების საკითხს. შესაბამისად, ეს ამბავი მედიას არ გამორჩენია.

მას შემდეგ, რაც დაისვა კითხვა თუ რატომ შეიტანა ამხელა წვლილი ცოტა ხნის წინ დაარსებულმა სტარტაპმა პარტიის წარმატებში, გამოძიება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი