ალბანეთი კრიპტოვალუტას რეგულაციას უწესებს

0
1447

ალბანეთი იღებს ახალ ყოვლისმომცველ კანონს. ახალი კანონი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კრიპტო საქმიანობის რეგულირებას შეეხება.

21 მაისს კანონპროექტის მიღებას ალბანეთის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი პირველად ეკონომიკის კომიტეტის წინაშე 2019 წლის ოქტომბერში გამოვიდა. 21 მაისს კი 88 ხმით დამტკიცა. კანონპოექტს 16 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 3 ადამიანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ალბანეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ შემოღებული კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია ყველა კრიპტოვალუტის კომპანია. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს ლიცენზია, რაც განსაზღვრავს მის სამუშაო უფლებას.

ციფრული ვალუტის გარდა, კანონი ითვალისწინებს ყველა ინფრასტრუქტურის მონიტორინგს, სადაც მუშაობს DLT ტექნოლოგია.

ალბანეთის მეზობელ იტალიაში მარეგულირებელი სისტემა უკვე მოქმედებს. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც კრიპტოვალუტაში ახდენს ტრანზაქციებს რეგულაციის მიხედვით, ასეთი კომპანიების სპეციალურ მონაცემთა ბაზაში არის დაფიქსირებული.

“მომხმარებლების აღწერა და რეგისტრირება ოპერატორებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ წესების დაცვა, ხოლო კომპანიების საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა”,- რეგულაციის მიღების დროს განაცხადა ფინანსური დანაშაულის პრევენციის სააგენტოს დირექტორმა რობერტო ჩიჩანიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი