უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Huobi Group-ის სათაო ოფისი სინგაპურში 2020 წლის განმავლობაში დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიდა.
თუმცა წლის ბოლოს ოფისიდან კარგი ამბავი გამოვიდა, რაც კიდევ ერთი დამოუკიდებელი პრატფორმის ამოქმედებაში გამოიხატება, რომელსაც აქვს Huobi-ს სახელის გამოყენების ლიცენზია.
ახალ სუბიექტს Huobi Labuan-ი ჰქვია. ბირჟის საბროკერო ლიცენზია კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს კრიპტოვალუტითა და დერივატებით ვაჭრობა ცხრა თვის საცდელი პერიოდის განმავლობაში შესთავაზოს.
მალაიზიის ბაზარზე Huobi Labuan-მა მას შემდეგ დაიწყო სავაჭრო მომსახურება, რაც მალაიზიის ხელისუფლებისგან ციფრული აქტივების სავაჭრო საბროკერო მომსახურების ლიცენზია მიიღო. ეს კი 2020 წლის სექტემბერში მოხდა.
ცხრა თვის საცდელი პერიოდისთვის, ახალ პლატფორმას შეეძლება მომხმარებლებს შესთავაზოს ბიტკოინით, ეთერიუმითა და EOS–ით ვაჭრობა.
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, Huobi Labuan-ი იმოქმედებს როგორც Huobi Cloud–ის ადგილობრივი ოპერაციული პარტნიორი.
შესაბამისად, კომპანია Huobi–ს სავაჭრო ტექნოლოგიას ადგილობრივი ციფრული ტრანზაქციების საბროკერო სერვისებისთვის გამოიყენებს.