სამხრეთ კორეის Blockchain ასოციაციას სურს, რომ მთავრობამ ახალი 20%-იანი საგადასახადოს განხორციელება კიდევ ორი წლით გადადოს.
News1 Korea–ს ინფორმაციის თანახმად, ასოციაცია საგადასახადო რეგულაციის გადადებას 2023 წლის პირველ ივნისამდე ითხოვს.
ასოციაცია არ აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 20% საგადასახადო განაკვეთს, მაგრამ ამბობს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ინდუსტრიის კომპანიებს სჭირდებათ გონივრული ვადა საშემოსავლო გადასახადის კანონის მოსამზადებლად.
Blockchain ასოციაციის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი განპირობებულია ძველი საგადასახადო სქემის რეგულაციებსა და ახლის დაწყებას შორის დროის სიმცირით.
კრიპტოვალუტის ბირჟებს საშუალება ექნებათ წინა საგადასახადო კოდექსის ქვეშ მყოფი გარიგებები 2021 წლის სექტემბრის ბოლომდე დახურონ.
ასოციაცია ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო დაადგენს შესწორებული კოდექსის ამოქმედებას 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, რთული იქნება ახალი რეგულაციების დაცვა პოტენციურად 24 საათზე ნაკლებ დროში.
კორეის Blockchain ასოციაციის თავმჯდომარემ იგულისხმა, რომ ვინაიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ციფრული აქტივების დაბეგვრაში მონაწილეობდა, საგადასახადო კოდექსის დროებითი შეჩერება იქნებოდა საჭირო.
მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაძლოა დაუყოვნებლივ არ მიიღონ კრიპტო კომპანიების ანგარიშები, რამაც შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს ოქტომბრის თვეში მუშაობის გაგრძელების შესახებ.