Blockchain კომპანიამ Chainalysis-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტით ტერორიზმის დაფინანსებას ეხება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ციფრული ვალუტას და ზოგადად კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიების რეპუტაციას ზიანს აყენებს.
”ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, როდესაც ინფორმაცია ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ქვეყნდება. მთავრობებისთვის ტერორისტების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენებას თავიდან აცილება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რის გამოც არაერთ რეგულაციას იყენებენ”, – აღნიშნულია Chainalysis-ის ანგარიშში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ყველა კრიპტოვალუტის სერვისის მომწოდებელს 18 მაისამდე ოფიციალურად დარეგისტირება მოსთხოვა.
საქმე ეხებოდა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებას, რისთვისაც საჭირო იყო კრიპტოვალუტის ბირჟების ოფიციალური რეგისტრაცია.
4 მაისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიდერლანდების სენატის მიერ მიღებული ხმების შედეგად კანონმდებლობაში შესწორება უნდა შესულიყო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება.