Blockchain ტექნოლოგიამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ბანკებს, რათა საფინანსო სკანდალები თავიდან აირიდონ.
მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება, ტრადიციული ფინანსური სისტემა ეკონომისტებს კრიზის დაძლევაში ნაკლებად ეხმარება.
წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის NH NongHyup Bank–მა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს შეიმუშავებს.
როგორც ცნობილი გახდა, ბანკმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე კომპანიასთან გააფორმა, რათა ერთობლივად განავითარონ ციფრული აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურება.
ამასთანავე, ჩინეთის სახალხო ბანკის ფინანსური ტექნოლოგიის კომიტეტმა დაახლოებით ერთი თვის წინ პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, ფან იეფუმ განაცხადა, რომ უნდა დაჩქარდეს ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირების სტრატეგია.
რამდენიმე კვირის წინ ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ფინანსური ტექნოლოგიის წარმომადგენლებს არაოფიციალურად შეხვდა.
მოლაპარაკებების დროს ფან იეფმ ხაზი გაუსვა Blockchain და fintech ინდუსტრიების მნიშვნელობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ღიად ცდილობს უზრუნველყოს Blockchain ტექნოლოგიის 2021 წლამდე ადაპტირება.