ინფლაცია, ტრანსსასაზღვრო გადახდები, აქტივების ტოკენიზაცია და NFT იყო 2022 წელს ლათინურ ამერიკაში კრიპტოვალუტების მიღების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ლათინური ამერიკა შეადგენდა 2022 წელს მიღებული გლობალური კრიპტო ღირებულების 9.1%-ს, მიაღწია 562 მილიარდ დოლარს 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივნისამდე, რაც წარმოადგენს 40%-იან ზრდას ამ პერიოდში.
ლათინური ამერიკის ოთხი ქვეყანა დასახელდა კრიპტო აპების ტოპ მიმღებთა შორის Chainalysis Global Adoption Index-ში.
ამ შედეგებს ბოლო 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანმა მოვლენებმა შეუწყო ხელი. ხელისუფლება მუშაობდა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე, ადგენდა ბიზნეს ოპერაციების სტანდარტებსა და აზუსტებდა რეგულაციებს.
იმავდროულად, ბევრი კომპანია ლათინურ ამერიკაში იკვლევდა გზებს, რათა გამოეყენებინა Blockchain ტექნოლოგია და ციფრული ვალუტები სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
„რეგიონში სიტუაცია კრიპტოვალუტის მიღებისთვის მომწიფებულია. როგორც არგენტინისთვის, ასევე კოლუმბიისთვის, ინფლაციის ზემოქმედებამ ბევრი აიძულა კრიპტოვალუტის გამოყენებისკენ”,- აღნიშნა კრიპტოვალუტის ბირჟის Bitso-ს წარმომადგენელმა, რომელიც ბრაზილიასა და არგენტინაში, ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან ერთად ოპერირებს.