Bithumb-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა

0
2316

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, სიდიდით მეექვსე კრიპტოვალუტის ბირჟა ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. როგორც ცნობილია, ჰაკერებმა Bithumb-დან 30 000 000 დოლარი მოიპარეს.

დაჰაკვის შედეგად, ბირჟაზე ყველანაირი სახის ოპერაცია დროებით შეჩერებულია.

ბირჟა აცხადებს, რომ ყველა დაზარალებული მომხმარებელი კონპენსაციას მიიღებს.

“ჩვენ გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ 30 000 000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოპარული იყო. მომხმარებლები მიიღებენ კონპენსაციას. ამ ეტაპზე კი, ყველა აქტივი ე.წ. ცივ საფულეზე გადადის”,- განაცხადა ბირჟამ.

Bithumb-მა დიდი რაოდენობით ეთერიუმი ე.წ. ცივ საფულეზე მას შემდეგ გადაიტანა, რაც საეჭვო აქტივობები დაფიქსირდა. 16 ივნისს ბირჟამ განაცხადა, რომ მყარი სერვერის შესამოწმებელ ღონისძიებებს იწყებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო უსაფრთხოების პარამეტრები გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს, ღამის საათებში Bithumb-ის ე.წ. ცხელი საფულეზე ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს. მოპარულ მონეტებს შორის არის რიპლიც.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, Bithumb-ის 24 საათიანი ვაჭრობის მოცულობა 374 მილიონ დოლარზე მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი