NFT წარმოადგენს ციფრული მიწის ნაკვეთების კომპანიას, რომელიც ქმნის ვირტუალურ ეკოსისტემებს და გააქვს ბაზარზე. ბოლოდროინდელი რეკორდული ფასის გადახდა ციფრულ ნაკვეთში კვირის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც კრიპტო-ტამაგოტჩის ეკოსისტემაში 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა მომხმარებლემა მიწის ნაკვეთის შესაძენად.
მომხმარებელს ციფრულ სფეროში, პლატფორმა Lunacia-ში შეუძლია ოპერირება.
რამდენიმე დღის წინ Lunacia-ში ცხრა ციფრული მიწის ნაკვეთი იქნა შეძენილი. ერთი მიწის ნაკვეთი 888,25 ეთერიუმზე გაიყიდა. Lunancia მოიცავს 90,601 მიწის ნაკვეთს, აქედან 19% უკვე კონკრეტულ პირთა საკუთრებაშია. რასაკვირველია, აღნიშნული თანხით რეალური მიწის ნაკვეთის ყიდვაც შესაძლებელია.
შეგახსენებთ რომ, შვედეთის მიწის საკუთრების მმართველმა ორგანომ, Lantmäteriet-მ ორწლიანი ტესტირების შემდეგ Blockchain-ზე დაფუძნებული რეალური მიწის სავაჭრო სისტემა შექმნა.
Lantmäteriet-მა Blockchain ტექნოლოგიის ტესტირება 2016 წელს დაიწყო, მეორე ეტაპი 2017 წლის მარტში დასრულდა, ხოლო 2017 წლის ივლისში, შვედეთის მიწის რეგისტრაციის სამსახურმა შვედეთის Blockchain startup ChromaWay-ის ქსელის გამოიყენება დაიწყო.