18 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2081

ოთხშაბათს, 18 სექტემბერს კრიპტობაზრების მდგომარეობა ცოტა გაურკვეველი იყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეთერიუმის ფასმა დანაკარგების შემდეგ ზრდა დაიწყო.

ბიტკოინის კურსი გასული კვირის ბოლოს 6.500 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა, შემდეგ შეინიშნებოდა ფასის მერყეობდა, ხოლო გუშინ ბიტკოინის კურსი 6.300 დოლარის დონეზე დაბლა დაეშვა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი უმნიშვნელო პროცენტულ ცვლილებას განიცდიდა. 19 სექტემბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის კურსი 6.355 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 0.65%-ით შემცირდა, ხოლო თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასის დანაკარგმა 3.5%-ი შეადგინა.

ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განამვლობაში ასევე არასტაბილური იყო. გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი 200 დოლარის ნიშნულზე დაბლა ჩავიდა და 194 დოლარზე შეჩერდა. დღეის მონაცემებით, ეთერიუმის ღირებულება გაზრდილია და ის 211 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება დანაკარგებს: კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის დანაკარგი 7%-ს შეადგენს, ხოლო კრიპტოვალუტის ყოველთვიური ზარალი 33.4% რჩება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 18 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 192 მილიარდი დოლარიდან 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი