ზუსტად 11 წლის წინ ბიტკოინის შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა

0
1696

11 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ ბიტკოინის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადა.

უნდა აღინიშნოს, რომ სატოში ნაკამოტო დღემდე ანონიმი პირის სტატუსით სარგებლობს. ამ დრომდე უცნობია ბიტკოინი არის გუნდური მუშაობის შედეგად შექმნილი ციფრული ვალუტა, თუ მისი შემქმნელი მორიგი ტექნოლოგიების გენიოსი სპეციალისტია.

“Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System”- ამ სათაურით 2008 წლის 31 ოქტომბერ სატოში ნაკამოტომ თავისი ტექსტი გამოაქვეყნა. ტექსტში საუბარია ციფრულ, დეცენტრალიზებულ საფინანსო სიტემაზე.

ბიტკოინი შეიქმნა, როგორც ტრანზაქციების ერთგვარი მეთოდი, რომელიც გაცილებით სწრაფად ახორციელებს გადარიცხვებს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო საფინანასო სტრუქტურა.

ამასთანავე, ბიტკოინი დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მისი კონტროლის ბერკეტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიდერის პოზიციას ბიტკოინი კვლავინდებურად ინარჩუნებს. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი კვლავ ყველაზე მოთხოვნადი ციფრული ვალუტაა.

ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა. მაშინ კრიპტოვალუტის კურსმა 20.000 დოლარს გადააჭარბა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი