Johnson Associates-ი კრიპტოვალუტის ექსპერტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია

0
1196

შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ტოპ ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიპტო ექსპერტის პოზიციაზე 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოაცხადეს.

Bloomberg-ის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტები მნიშვნელოვან ბონუსებს კრიპტოტალანტების მოსაზიდად გამოიყენებენ.

Johnson Associates-ის შეფასებით, კრიპტო პოზიციებზე ხელფასი 20%-დან 30%-მდე უფრო მეტია, ვიდრე იმ პოზიციებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული ციფრულ ვალუტასთან. ასევე ბევრი წამყვანი თანამდებობის კრიპტოვალუტის სექტორის სპეციალისტი 50%-მდე გაზრდილ ხელფასს იღებს.

კვლევითმა კომპანია Revelio Labs-მა 287 კრიპტო დაქირავება გააანალიზა. კომპანიამ დაასკვნა, რომ ციფრული ვალუტის სპეციალისტები სარგებლობენ საშუალოდ 9%-ით გაზრდილი ანაზღაურებით, ვიდრე ბანკის თანამშრომლები.

ოქტომბერში, LinkedIn-მა განაცხადა, რომ 2020 წლის აგვისტოდან კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექსნოლოგიასთან დაკავშირებული სამუშაო პოზიციების სია 615%-ით იყო გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კრიპტო ინდუსტრიის ექსპერტების პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

ვაკანსია მიზნად ისახავდა ექსპერტების მოძებნას, რომლებიც შეაფასებდნენ ფინანსურ საფრთხეებსა და რისკებს. გარდა ამისა, ანალიტიკოსებს ევალებოდათ დეპარტამენტის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი