სალვადორის პრეზიდენტი კრიპტო ინვესტორებს რჩევებს აძლევს
სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკლემ, ინვესტორების მზარდი შეშფოთება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით განიხილა. მიზეზი კი ბიტკოინის კურსის კლებაა. უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ბიტკოინმა, გასულ კვირას, პირველად ივაჭრა 20,000 დოლარზე ნაკლები ღირებულებით. სალვადორმა ბიტკოინი კანონიერი გადახდის საშუალებად ჯერ კიდევ 2021 წლის 7 სექტემბერს შემოიღო, როდესაც მისი ღირებულება 50,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მას შემდეგ ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს 69,000 დოლარს მიაღწია…
