Arcane-ის კვლევა: გასულ თვეს მაინერებმა თავიანთი წარმოების 100% გაყიდეს

0
703

კრიპტოვალუტის ბაზარი გაყიდვის ფაზაში შევიდა ივნისის პირველ კვირაში, რის შედეგადაც კრიპტოვალუტების უმეტესობა 4 წლის მინიმუმამდე დაეცა.

ბაზრის გაუარესებულმა პირობებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა ბიტკოინის მაინინგის მომგებიანობაზე, რის გამოც მაინერები იძულებულები გახდნენ თავიანთი BTC ჰოლდინგები გააუქმონ.

Arcane-ის კვლევის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ბიტკოინის მაინინგის კომპანიებმა მაისში გაყიდეს თავიანთი BTC წარმოების 100%. აღნიშნული მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 20-40%-ს შეადგენდა.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში, BTC მაინინგის კომპანიებმა თავიანთი მოპოვებული პროდუქციის 30% გაყიდეს, რაც მაისში 3-ჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ივნისში.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო BTC მაინერები შეადგენენ ქსელის მხოლოდ 20%-ს, მათი ქცევა ხშირად გამოხატავს კერძო მაინერების საერთო განწყობას, რაც საერთო ჯამში მოქმედებს ბაზრის განვითარებასა და სტაბილურობაზე.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტების საერთო რაოდენობის წილიდან მაინერები 800,000 ბიტკოინს ფლობენ, აქედან 46,000 კერძო მაინერებზე მოდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი