
Binance-მა და Tether-მა ჰამასის კრიპტო საფულეები გაყინეს
ისრაელმა, ფულადი წყაროს ჩაკეტვის მიზნით, ათობით კრიპტოვალუტის ანგარიშის დახურვის და მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა. Binance-ზე, 7 ოქტომბრის შემდეგ, 100-ზე მეტი ანგარიში დაიხურა. ისრაელის ხელისუფლებამ, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია 200-მდე კრიპტო ანგარიშის შესახებ, რომელთა უმეტესობაც, ასევე Binance-ზეა. Binance-მა დაადასტურა, რომ ზაფხულის შემდეგ “დაბლოკა” ანგარიშების “მცირე რაოდენობა”. განცხადებაში, ასევე ხაზი გაუსვეს, რომ კომპანია სანქციების საერთაშორისო…