Market

კრიპტო ფასები დღეს (12 მარტი, 2025)

crypto-today-kripto-siaxleebi-dRes

კრიპტო ბაზარი ნელ-ნელა აღდგენას ცდილობს ორშაბათის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. Bitcoin-ის ფასი დღეს $82,600-მდეა გაძლიერებული, რაც ბოლო 24 საათში 2.44%-იან ზრდას ნიშნავს. თუმცა, ბოლო 7 დღის განმავლობაში BTC 5.7%-ით მაინც ვარდნაში რჩება.

24-საათიანი სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მაღალია და $47.47 მილიარდს აჭარბებს. ბაზრის მოთამაშეები ყურადღებით აკვირდებიან, შეძლებს თუ არა Bitcoin წინა მაქსიმუმების დაბრუნებას.

Ethereum (ETH) და XRP – დიდი ვალუტები ჩამორჩებიან ზრდას

Ethereum-ის ფასი კვლავ ვერ ახერხებს $1,900-ის გადალახვას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მისი სტრატეგიული რეზერვის სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ETH-ს არ უნახავს მნიშვნელოვანი ზრდა და ბაზარზე რჩება ინერტულად.

XRP-ის ფასი $2.2-ის გარღვევას ცდილობს, რომელიც მკვეთრ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ამასთან, SOL-ის ფასი ვარდნილია $127-ის ქვემოთ, რაც ასევე მიუთითებს სუსტი ბაზრის განწყობაზე ალტკოინების სეგმენტში.

Top Daily Gainers — ვინ ლიდერობს ბაზარზე?

დღევანდელ ტოპ გეინერებს შორის TAO (Bittensor) ლიდერობს, რომელმაც 16%-იანი ზრდა აჩვენა ბოლო 24 საათში.

ტოპ ზრდები:

  • TAO (Bittensor): +16%
  • TIA (Celestia): +14%
  • PI (Pi Coin): +14%
  • KAS (Kaspa): +13%
  • RON (Ronin): +11%

ეს ვალუტები აჩვენებენ ძლიერ ვაჭრობით აქტივობას და ინვესტორების ინტერესს.

Top Daily Losers  — რომელმა ვალუტებმა დაკარგეს პოზიციები?

საგულისხმოა, რომ რამდენიმე ქოინი დღეს სერიოზულ ვარდნაშია. GRASS (Grass) გახდა დღის ყველაზე დიდი ლუზერი, რომელმაც 13%-იანი ვარდნა განიცადა.

ტოპ ვარდნები:

  • GRASS (Grass): -13%
  • ENA (Ethena): -10%
  • APT (Aptos): -5%
  • AAVE (Aave): -4%
  • HYPE (Hyperliquid): -4%

მიმდინარე კრიპტო ბაზრის მოცულობა — რას გვიჩვენებს საერთო სურათი?

CoinMarketCap-ის მონაცემებით, გლობალური კრიპტო ბაზრის მოცულობა დღეს $2.66 ტრილიონია, ხოლო საერთო 24-საათიანი სავაჭრო ბრუნვა — $117.82 მილიარდი.

ტენდენციური კრიპტოვალუტები — რას ეძებენ ინვესტორები?

დღეს ყველაზე ტენდენციური კრიპტო ვალუტებია:

  • XCN (Onyxcoin)
  • BNX (BinaryX)
  • HBAR (Hedera)
  • TAO (Bittensor)
  • LDO (Lido DAO)

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin ახერხებს მყარი მხარდაჭერის დაბრუნებას $80,000-ზე მაღლა, ალტკოინები ჯერ კიდევ ბრუნდებიან ვარდნის მდგომარეობიდან. ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ბაზარს, ელოდებიან თუ როგორ განავითარებს ბაზარი მოძრაობას შემდეგ დღეებში.

შენიშვნა: სტატია გათვალისწინებულია საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სიახლეების სპონსორია Coinet.ge – იყიდე და გაყიდე კრიპტო მარტივად, სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

წყარო: https://www.cryptotimes.io/2025/03/12/crypto-price-today-march-12-2025-bitcoin-recovers-80k-eth-xrp-still-bleeds/