კრიპტობირჟა ZebPay ინდოეთში უსაფრთხოების დონეს აუმჯობესებს

0
1116

კრიპტოვალუტის ბირჟა ZebPay–მ Blockchain-ის ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis–ის გუნდი დაიქირავა, რათა ინდოეთში ბირჟის საქმიანობის მონიტორინგი ჩაატაროს.

ეს ნაბიჯი Chainalysis-სა და ZebPay-ს შორის პარტნიორობის გაფართოებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, Chainalysis-ი უკვე უზრუნველყოფს თავის მომსახურებებს, “იცნობდე შენს მომხმარებელს”, ZebPay–ის ოპერაციებისთვის სინგაპურში.

”ჩვენ თავიდანვე გვინდოდა უსაფრთხოების მაღალი დონის პროგრამის შექმნა,” – აღნიშნა ZebPay– ს პრეზიდენტმა, ავინაშ შეჰარიმ.

Chainalysis-ი უზრუნველყოფს სიგნალების მიღებას, რომლებიც ZebPay-ს საეჭვო ან მაღალი რისკის მქონე გარიგების შესახებ ცნობას აწვდის.

ZebPay-ს ინდოეთის ოპერაციებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ხდება დაახლოებით სამი თვის შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ინდოეთის ბანკებს ციფრული ვალუტის კომპანიებთან ურთიერთობა აუკრძალა.

”ჩვენ გვჯერა, რომ ინდოეთი მზად არის მიაღწიოს წინსვლას კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართულებით. ამასთანავე, ჯერ კიდევ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ინდოეთში კრიპტოვალუტების რეგულირების გასაძლიერებლად”,- განაცხადა Chainalysis-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი