ინდოეთის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტო თაღლითობის ფაქტი გამოამჟღავნა
ინდოეთის პოლიციამ კრიპტო თაღლითობაში ხუთი პირი მიიჩნია ეჭვმიტანილად. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში თაღლითების ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა. სამართალდამცავების ცნობით, მაჰარაშტრას შტატში ჯგუფი თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა. ჯგუფი ინვესტორებს გაორმაგებული თახნის დაბრუნებას კრიპტოვალუტაში თანხის ინვესტიციის შემდეგ ჰპირდებოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ინვესტორებთან ურთიერთობას თაღლითური ჯგუფი თანხის მიღებისთანავე წყვეტდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ეს თაღლითობის პირველი შემთხვევა არ არის….
