თურქული უძრავი ქონების კომპანია გადახდას ბიტკოინით აწარმოებს

0
1255

თურქეთის უძრავი ქონების კომპანია Antalya Homes–მა განაცხადა, რომ კლიენტებს პლატფორმაზე ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებით შეუძლით უძრავი ქონების შეძენა.

15 ივნისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ კომპანია აიძულა უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინოვაციური გადახდის ფორმა დაენერგა.

”ანტალიაში აგარაკის გაყიდვისას, ჩვენ სახლის ვიზუალური დათვალიერება გავაკეთეთ. შემდეგ, მყიდველს და გამყიდველს ერთად შევხვდით ონლაინ შეხვედრაზე და მოლაპარაკებები დავასრულეთ. ეს სახლი კი 1,25 მილიონი აშშ დოლარად გაიყიდა. ეს იყო ყველაზე მაღალი ღირებულების უძრავის ქონების გაყიდვა, რომელიც ბიტკოინით განხორციელდა”,-აღნიშნა კომპანიის მმართველმა, ბაირამ თეკშემ.

Antalya Homes-ის ვებსაიტზე განთავსებულია სია, თუ რომელი კრიპტოვალუტით შეიძლება გადახდა. ამ ჩამონათვალში ბიტკოინის გარდა, აღნიშნულია რიპლი, ბიტკოინ Cash-ი, ლაიტკოინი, ეთერიუმი, Bitcoin Gold-ი, Tether-ი და Stellar-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კომპანია Hagan Homes-ი ბიტკოინს გადახდის მეთოდად აღიარებს.

Hagan Homes-ი ირლანდიაში პირველი სამშენებლო კომპანია გახდა, რომელიც გაყიდული საცხოვრებლების საფასურს ბიტკოინით იღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი