SBI Group-ი კრიპტოვალუტის ფონდს იაპონელი ინვესტორებისთვის აფუძნებს
ტოკიოს უმსხვილესი კომპანია, SBI Group-ი, იაპონელ ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ კრიპტოვალუტები ციფრული ვალუტის ფონდის მეშვეობით. ამ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლებელია შვიდი კრიპტოვალუტით: მათ შორის ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით, რიპლით, Bitcoin Cash-ით, Chainlink-ითა და DOT-ით. კრიპტოვალუტების ახალი SBI-ს ალტერნატიული ფონდი ოფიციალურად 2 დეკემბერს დაფუძნდა. ფონდისთვის გამოყოფილი კაპიტალი 5 მილიონი იენია, რაც დაახლოებით 45.000 დოლარის ექვივალენტია. თუმცა, კომპანიას შეუძლია…
