გერმანიის შემნახველი ბანკები კრიპტო პროექტის განხორციელებას გეგმავენ

0
981

გერმანიის შემნახველი ბანკები გეგმავენ, რომ კლიენტებისათვის დაუშვან ინვესტიციები ისეთ ციფრულ ვალუტაში, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.

შემნახველი ბანკები, ასევე ცნობილი როგორც Sparkassen-ი, საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ, რათა მომავალ წელს კრიპტოვალუტის საფულე და ვაჭრობის სერვისები აამოქმედონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ბიზნეს ჟურნალი Capital-ი ავრცელებს.

საპილოტე პროექტი ექვემდებარება Sparkasse-ის კომიტეტების მიერ დამტკიცებას. საბანკო ასოციაცია კი მიზნად ისახავს 2022 წლის დასაწყისში სერვისების განვითარებას.

„უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი ინტერესდება კრიპტოვალუტებით. გერმანიის შემნახველი ბანკების ყოველი მეათე კლიენტი აცხადებს, რომ ფლობს ან მომავალში აპირებს ფლობდეს ციფრულ ვალუტას”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის სპიკერმა.

წარმომადგენელმა დასძინა, რომ გერმანიის IT სერვისის პროვაიდერის, S-Payment-ის ექსპერტთა ჯგუფი ახლა იკვლევს გზებს, რათა უზრუნველყოს კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტის დანერგვა ბანკებმა ინდივიდუალურ დონეზე უნდა გადაწყვიტონ. 370 Sparkassen-დან თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

Capital-ის წყაროების თანახმად, რიგმა ბანკებმა ინტერესი კრიპტო პროექტის მიმართ უკვე გამოხატეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი