კრიპტოვალუტების ფასები გაზრდილია

    სამშაბათს, 21 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 7%-ით მოიმატა და 48.820 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავა. კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც მომატებულია. დღეს კრიპტოვალუტამ 4.000 დოლარის დონე გადალახა. ალტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და ფასმა 4.011 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ეთერიუმის ფასი ბოლო რამდენიმე დღის…

    Read More

      რუსეთი კვლავ ციფრული ვალუტის საკითხზე მსჯელობს

      რუსეთის ხელისუფლებასა და მედიაში კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ დისკუსია არ წყდება. კამათი კვლავ ციფრული ვალუტის ბირჟების აკრძალვისა და ლეგალიზების შესახებ მიმდინარეობს. ამასთანავე, არსებობს რეგულაციასთან დაკავშირებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობებიც. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას ითხოვს. მოტივი კი ფინანსური სტაბილურობის რისკები და ტრანზაქციების მზარდი მოცულობაა. ამოქმედების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებულ შენიშვნებს დაემთხვევა….

      Read More

        SEBA Bank-მა ოქროთი მხარდაჭერილი ტოკენი გამოუშვა

        SEBA Bank-მა, ლიცენზირებულმა შვეიცარიულმა ციფრული ვალუტის საბანკო პლატფორმამ, რეგულირებადი ციფრული ტოკენი გამოუშვა, რომელიც მხარდაჭერილია ფიზიკური ოქროთი და მზადაა მიწოდებისთვის. SEBA-მ განაცხადა, რომ მისი მარეგულირებელი ხასიათისა და ოქროს ფასების დაბალი ცვალებადობის გამო, ოქროს ტოკენი საბოლოოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სტაბილკოინი. აღსანიშნავია, რომ SEBA Bank AG–მა ოფიციალურად მუშაობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომპანიამ მარეგულირებლისგან,…

        Read More

          კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

          კვიპროსსზე კრიპტოვალუტის ინდუსტრია მარეგულირებელ წესებს ემორჩილება. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის სექტორზე რისკის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაცია უზრუნველყოფს რისკის შეფასებას ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ, ციფრულ ვალუტებთან და კრიპტოვალუტის სერვისის პროვაიდერებთან არის დაკავშირებული. კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს შეზღუდული გამოცდილება ქვეყანაში კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებისა. “კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა…

          Read More

            სენატორი: DeFi კრიპტო სექტორის ყველაზე საშიში ნაწილია

            „DeFi კრიპტოვალუტის სექტორის ყველაზე საშიში კატეგორიაა“, – აცხადებს სენატორი ელიზაბეტ უორენი. მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეტ უორენი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მიმართ კრიტიკას არ მალავს და ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ სტაბილკოინები საშუალო რანგის ინვესტორებზე. სენატის საბანკო კომიტეტთან გამართულ მოსმენაზე, რომელიც სტაბილკოინების საკითხს განიხილავდა, უორენმა გამოკითხა ჰილარი ალენი, ამერიკული უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის პროფესორი, იმის…

            Read More