ბოლო დროს კოლუმბიაში კრიპტო თაღლითობის ფაქტები გახშირდა
კოლუმბიის ეროვნული პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კიბერთავდასხმა და კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემები მომრავლდა. კოლუმბიის ეროვნული პოლიციის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ლათინური ამერიკის მასშტაბით არსებული ყველა კრიპტო შეტევის 30% კოლუმბიაზე მოდის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე საფრთხის შეფასება მიმდინარეობს. კოლუმბიის შემდეგ სიაში არის პერუ (16%), მექსიკა (14%), ბრაზილია (11%) და არგენტინა (9%). ამასთანავე,…
