Digital Assets Data-ს აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინი ოქროს ჩაანაცვლებს

0
1275

Digital Assets Data-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ალფრედი აცხადებს, რომ მომავალში შესაძლოა, ბიტკოინმა ოქრო ჩაანაცვლოს.

ანალიტიკოსის თქმით, ბიტკოინი “ციფრული ოქრო” გახდება.

სამყარო დღითიდღე “ციფრული” ხდება. ამ კონტექსტში კი ბიტკოინს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ოქროს შეცვლის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები უფრო ხშირად ინტერესდებიან ბიტკოინით, რადგან ჩვენ დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ვირტუალური ხდება”,- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს Digital Assets Data-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

გარდა მაიკლ ალფრედისა, ბიტკოინისა და ოქროს შესაძლებლობაზე კრიპტო ინდუსტრიის ანალიტიკოსი ბობი ლიც საუბრობს.

ბობი ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ბაზარის კაპიტალიზაცია წლების შემდგომ 8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

”მე ვფიქრპობ, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი გაიზრდება და ის 500.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობი ლიმ.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, მომდევნო წლებში ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია ოქროს ბაზრის ღირებულებას გადააჭარბებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი