ბოლო დროს კოლუმბიაში კრიპტო თაღლითობის ფაქტები გახშირდა

0
1657

კოლუმბიის ეროვნული პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კიბერთავდასხმა და კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემები მომრავლდა.

კოლუმბიის ეროვნული პოლიციის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ლათინური ამერიკის მასშტაბით არსებული ყველა კრიპტო შეტევის 30% კოლუმბიაზე მოდის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე საფრთხის შეფასება მიმდინარეობს.

კოლუმბიის შემდეგ სიაში არის პერუ (16%), მექსიკა (14%), ბრაზილია (11%) და არგენტინა (9%). ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები კიბერდანაშაულებისთვის სასურველი სამიზნეები არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბია ციფრული ვალუტითა და Blockcahin ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული.

დაახლოებით ორი წლის წინ სენატის მესამე კომიტეტმა მოიწვია კოლუმბიის მწვანეთა ალიანსის სენატორი ანტონიო ნავარო ვულფი, კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კოლუმბიის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს და კოლუმბიის ფინანსურ სექტორის წარმომადგენლები.

მწვანეთა ალიანსის სენატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კოლუმბიის სახელმწიფო Blockchain-ს უფრო ღრმად შეისწავლიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში ცვლილებებს მოახდენდა.

სენატორმა ასევე აღნიშნა Blockchain-ის პოტენციალი, რომელიც საარჩევნო სისტემის უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი